суббота, 28 марта 2015 г.

მეხუთე მოდულის შეჯამება

ამ მოდულის სწავლების პროცესში შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი-პრეზენტაცია. გავიგე როგორ უნდა დავეხმარო მოსწავლეს, რომ გაუადვილდეს პრეზენტაციის მომზადება. ვისწავლე,როგორ უნდა შეფასდეს მოსწავლე საპროექტო დავალებების შესრულების პროცესში და როგორ ჩავრთავ კლასს უკუკავშირის დროს.

воскресенье, 22 марта 2015 г.

III მოდულის შეჯამება

მესამე მოდული დამეხმარა, თუ როგორ გამოვიყენებ ინტერნეტს სასწავლო პროცესში. მოვიძიებ სხვადასხვა რესურსს (სურათი, ვიდეო, ინფორმაცია). შევისწავლე  როგორ უნდა გამოიყენონ მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა საავტორო უფლებებით დაცული მასალები სამართლებრივი ჩარჩოს დაცვით და გავუზიარებ მოსწავლეებსაც. ვასწავლი როგორ უნდა ისარგებლონ სხვადასხვა ვებ-გვერდებით.

воскресенье, 15 марта 2015 г.

II მოდულის შეჯამება

II მოდულში მნიშვნელოვანი იყო მიმართულიების მიმცემი საკვანძო კითხვები, რომლებიც მოსწავლეებს ხელს შეუწყობს გამოიყენონ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, ორგანიზება გაუკეთონ ფაქტობრივ ინფორმაციას და გაიგონ ძირითადი ცნებები.

მოსწავლეთა შეფასება უნდა ინტეგრირდეს სასწავლო ციკლში. გამოვიკვლევ მოსწავლეთა საჭიროებებს, მათ თავად ჩავრთავ შეფასების პროცესში. შეფასებას გამოვიყენებ თანამშრომლობისა და თვითრეგულირების წასახალისებლად, გაგების ხარისხის შემოწმებისა და მეტაკოგნიტური აზროვნების წასახალისებლად, ნასწავლი მასალისა და უნარ-ჩვევის დემონსტრირებისთვის.